გიორგი მიქაუტაძე: ქულათა ჯამმა მისცა მოსამართლეებს უფლება, უვადოდ დანიშნულიყვნენ

“ქულათა ჯამმა მისცა მოსამართლეებს უფლება, უვადოდ დანიშნულიყვნენ”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეების მიერ კენჭისყრაზე მიღებული მაღალი შეფასებები არ ტოვებს კითხვებს, თუ რატომ განწესდნენ ისინი უვადოდ.
“კოლეგებს უვადოდ განწესებას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ. კენჭისყრა ფარული იყო. ასე უნდა იყოს ყველა წევრი – გადაწყვეტილებას შეფასებისა და დოკუმენტების საფუძველზე, გასაუბრების შედეგის მიხედვით უნდა იღებდეს. ეს ყველაფერი ქულებში ავსახეთ. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, 90-80 ქულა იყო (ყველა შემთხვევაში), რაც მაღალი მაჩვენებელია“, –განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, დღეს, რვა მოსამართლე უვადოდ განწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები