დაზარალებული: ხანძარი დაკეტილ კარებში გაჩნდა, სადაც სათამაშოების საწყობია

„ხანძარი დაკეტილ კარებში გაჩნდა, სადაც სათამაშოების საწყობია“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის დროს შენობაში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, საწყობში ცეცხლი დილის 10:00 საათზე გაჩნდა. „დილის 10 საათი იქნებოდა. უცბად გაჩნდა ცეცხლი სათამაშოების საწყობში. კარი დაკეტილი იყო. როგორ, ან რით გაჩნდა ცეცხლი, ჩვენთვის უცნობია. ხალხი მოვარდა, იყო ხმაური და შენობა დავტოვეთ. უცბად გაჩნდა, დაკეტილ კარში. მერე, შეიძლება, სხვა ოთახებსაც მოედო. ჩვენ სასწრაფოდ დავტოვეთ შენობა. ამ შენობაში ადრეც გაჩნდა ცეცხლი და მას რემონტი ახლახან ჩაუტარდა. რამ გამოიწვია დღეს ხანძარი, არ ვიცით“, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობის მე-3 სართულზე, ხანძარი გაჩნდა. ამჟამად, ცეცხლი ლოკალიზებულია. თუმცა, ხანძრის კერების ჩაქრობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები