ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვართ გუნდი და არ არსებობს ძველი და ახალი გუნდი

„ჩვენ ვართ გუნდი და არ არსებობს ძველი და ახალი გუნდი“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს კითხვის ფორმულირება დაუწუნა და განმარტა, რომ „არასწორია ბესელიასა და ე.წ. ახლების გამიჯვნა“. „არასწორი არის ბესელიასა და ე.წ ახლების გამიჯვნა“. ეს ძალიან ცუდია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ტერმინოლოგიით ნუ ვისაუბრებთ – ასევე მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ ტერმინოლოგიით საუბრობს.
ჩვენ ვართ გუნდი. არ არსებობს ძველი და ახალი. აქ არსებობს ღირებულებები და ეს არის ის ღირებულებები, რაც აერთიანებს “ქართულ ოცნებას” და მასში შემავალ ყველა წევრს. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, უზრუნველვყოფ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ყველა აზრის მოსმენის შესაძლებლობა იყოს. ვეცდები მაქსიმალურად, რომ შევაჯერო პოზიციები”, – აცხადებს ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები