პროკურატურის სტაჟირების კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსზე საინფორმაციო შეხვედრები თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების შედეგად დასაქმებულმა მენეჯერებმა, პროკურორებმა და გამომძიებლებმა სამართლის სპეციალობის სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და სტაჟირების პროგრამის უპირატესობებზე ესაუბრნენ.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის როლი, ფუნქციები, პროკურორის პროფესიული საქმიანობა, კონკურსის პირობები და პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობები. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრების დასკვნითი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. მანამდე კი, პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრები თბილისისა და რეგიონების 7 უმაღლეს სასწავლებელში გამართეს.
„საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია კვალიფიციური, კომპეტენტური და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კადრების მოზიდვა როგორც დედაქალაქის, ისე – რეგიონების მასშტაბით. კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა დღევანდელი დღის ბოლოს იწურება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები