ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი პროკურატურაში გამოკითხეს

თითქმის 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა მთავარ პროკურატურაში ბაჩანა შენგელია. ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გამომძიებლებს საკმარისზე მეტი დეტალი მიაწოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ია კერზაიაზე ზეწოლა ხდებოდა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გენპროკურატურამ გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო.

ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა.  ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე კი, მათივე მტკიცებით, ქალმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის აქტივისტობაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები