მაშველებმა 2014-2018 წლებში 2081 ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2014-2018 წლების სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, მაშველებმა 2014-2018 წლებში 2081 ადამიანი გადაარჩინეს.

ქვეყნის მასშტაბით სულ 39 567 სამაშველო ღონისძიება განხორციელდა.

კერძოდ, 2014 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა შეტყობინება 4 445 შემთხვევის შესახებ, 2015 წელს 6 856 სამაშველო ღონისძიება განხორციელდა, 2016 წელს – 10 003 შემთხვევა, 2017 წელს – 8 922 შემთხვევა, ხოლო 2018 წელს – 9 341 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები