დიმიტრი გვრიტიშვილი: ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს გამბედაობა არ ეყოთ, მოსამართლეებისთვის პასუხი გაეცათ

„ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ინარჩუნებდნენ ღირსეულ დუმილს და მათ, ელემენტარულად, გამბედაობა არ ეყოთ, მოსამართლეებისთვის პასუხი გაეცათ“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. გვრიტიშვილის განმარტებით, დღეს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, რეგიონებიდან ჩამოსულ ათეულობით მოსამართლეს ვერ გასცეს პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ უჭერენ მხარს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე კანონპროქტს.
„სიტყვები არ მყოფნის, სრულად და ადეკვატურად შევაფასო არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის დღევანდელი საქციელი. რეგიონებიდან ჩამობრძანებულ ათეულობით მოსამართლეს, რომელსაც ჰქონდა შეკითხვები (მათ ბედს ეხება ეს კანონპროექტი), ეგონა, და ჩვენც გვეგონა, რომ ეს იქნებოდა დისკუსიის რეჟიმი, მოსაზრებების გაცვლა. თუმცა, მივიღეთ სამარცხვინო ვითარება, როდესაც ვსაუბრობდით მხოლოდ მოსამართლეები. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე კი ინარჩუნებდნენ ღირსეულ დუმილს. მე ვფიქრობ, რომ, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, კვალიფიციური და სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ. მათ, ელემენტარულად, გამბედაობა არ ეყოთ, მოსამართლეებისთვის გაეცათ პასუხი. ისინი გამბედავები არიან მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუ – პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გასაწევად. მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მიდგომა ავირჩიო ამ ქალბატონების მიმართ, როდესაც, გარკვეული საკითხები, იუსტიციის საბჭოს ფორმატში იქნება განსახილველი და მათ ჩემთან კითხვები ექნებათ“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები