სემეკის მიერ მომხმარებლებისთვის ჩამოწერილმა თანხამ 34 000 ლარზე მეტი შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომებზე მომხმარებელთა საჩივრები განიხილა, რომელთა უმრავლესობა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს შეეხებოდა, ასევე, ხანდაზმულ დავალიანებებს და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე დადგენილებებს.
სულ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 34.985 ლარი შეადგინა.
საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა წარადგინეს.
„კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც“, – აცხადებენ სემეკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები