ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სახლი დაიწვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია 30 კვ. მეტრის საცხოვრებელი ფართი და 200 კვ.მ. სასხვენო გადახურვა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები