„რედისონ ბლუ ივერიაში”, ხვალ, საერთაშორისო კონფერენცია „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართება
სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია” ხვალ, 9:30 საათზე, საერთაშორისო კონფერენცია „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გახსნის.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიმართავს.