პოლიციამ კახეთში მომხდარი ქურდობა გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ. ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა.-მ ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია გაქურდა, საიდანაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ფარულად დაეუფლა. მანვე გაქურდა მაღაზიასთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ძალაყინი ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე, მაღაზიიდან მოპარული სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან წაღებული ფული.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, -აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები