რუსთავში ცამეტი წლის მოზარდი მოკლეს – მკვლელი, სავარაუდოდ, ბიძაა

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, ცამეტი წლის მოზარდი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ბიძამ მოკლა,რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი პერიოდულად ძმის ოჯახში რჩებოდა. მათივე ცნობით, ბავშვს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები