შსს-მ თბილისში ოთხი მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა – მხილებულია არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული გ.ვ. ამხილეს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივანში მდებარე „ელიტ ელექტრონიქსისა“ და „მოდერნ ვილას“ ორი მაღაზია, ასევე – მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე „ბელუქსისა“ და „ლაით ჰაუსის“ მაღაზიები გაქურდა, საიდანაც ფული და სხვადასხვა ნივთი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები