თორნიკე რიჟვაძე: ბათუმი-ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეისი პირველად გახორციელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა.

კერძოდ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ტალინის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირი ჩარტერული რეისები 180-ადგილიანი ,,Airbus A320″ ტიპის საჰაერო ხომალდით, ავიაკომპანია “Smartlynx Airlines”-ის მიერ გახორციელდება. თორნიკე რიჟვაძე, ასევე, დაესწრო Tourest 2019-ის ტურისტული გამოფენის დახურვას, სადაც აჭარის სამთო-საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი. აღსანიშნია, რომ რეგიონს, 2018 წელს,  წინა წელთან შედარებით, ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

“პირდაპირი ჩარტერული რეისები კიდევ უფრო გაზრდის ევროპელი ტურისტების ნაკადს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
გამოფენა მთავრობის თავმჯდომარემ ესტონეთის ტურიზმისა და მოგზაურობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან, კულლი კარინგთან, გენერალურ მდივანთან, მარიან ლუგუსთან და საქართველოს ელჩთან ესტონეთში, თეა ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა, რომელიც დელეგაციის მთავარი მასპინძელია. თორნიკე რიჟვაძემ, ასევე, მოინახულა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტენდი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

Tourest 2019-ის რიგით 28-ე გამოფენას 30 000-მდე ადამიანი სტუმრობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 584 კომპანია 30 ქვეყნიდან და  270 მედია საშუალების მიერ შუქდებოდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვა ოფიციალური შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები