მიხეილ ბატიაშვილი: გამოცდებში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმა შეაჯამა და აღნიშნა, რომ  რეფორმაზე ექსპერტები საქართველოდან და უცხოეთიდანაც მუშაობენ. ამის შესახებ მინისტრმა ,,ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ყოველდღიურად იმართება შეხვედრები, რათა განათლების კომპლექსური ნაწილის საკითხი გადაწყდეს.
„გამოცდები მხოლოდ ერთი ნაწილია რომელზეც ჩვენი ხედვა გვაქვს, აქტიურად ვმუშაობდით ყველა მიმართულებით. როგორ უნდა შეიცვალოს გამოცდები? საგნობრივ ნაწილში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება. უნარები, საგნები ფიზიკურად არ არსებობს. ერთია როგორ აბარებ, მერე როგორ იყენებ. ტექნიკური მიმართულებით თუ აბარებს, მათემატიკური უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ბატიაშვილის თქმით, სწავლების ახალი მეთოდის საპილოტე ვერსია 150 სკოლის დაწყებით კლასებში ჩაუშვეს და ძალიან წარმატებული იყო. გაზაფხულისთვის მსგავსი მეთოდები 50 სხვა სკოლაში დაინერგება, შემდეგ კი ექსპერიმენტი რეგიონებზეც გავრცელდება.
მინისტრის თქმით, კომპლექსური განათლების სისტემა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ განათლების მიღება ახალგაზრდებს, მხოლოდ გამოცდების ჩაბარების მიზნით არ სურდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები