საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა. შეხვედრა რუმინეთში, ქალაქ კლუჟში გაიმართა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, დანარჩენი ქულები კი 1 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, 17 თებერვალს, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 10 მარტს კი სტუმრად გერმანიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები