თბილისის 180 ბაგა-ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა შემოწმდება

თბილისში არსებულ 180-ვე ბაგა-ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა შემოწმდება. ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შემოწმების პროცესი მომავალ კვირიდან დაიწყება.
„მომავალ კვირაში 180-ვე საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება, თუმცა ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის. სააგენტომ უსაფრთხოების ღონისძიებები გასულ წლებშიც გაატარა. თბილისის ბაგა-ბაღებში უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ბაღებს ჩვენი მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება ამოწმებს. ამასთანავე, პროცესში ჩართულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“.
ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა. გაიცა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც 20 ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩავანაცვლეთ, ასევე, მოვაწესრიგეთ რამდენიმე ბაღი“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, შემოწმების მიზნით, სააგენტომ გასულ კვირაში კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მიმართა.
„კიდევ ერთხელ, წინა კვირაში მივმართეთ „ყაზტრანსგაზს“ შემოწმებისთვის და კვლავ შემოწმდება ყველა ბაღი, როგორც „ყაზტრანსგაზის“, ასევე ჩვენი განყოფილების მიერ. ვთხოვეთ კომპანიას, თითოეული მოწყობილობისა და მილების შემოწმების ტემპი დააჩქარონ“, – განაცხადა გვანცელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები