გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო: ბაგა-ბაღებში ტექნიკური სამუშაოები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ტექნიკური სამუშაოები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის. მათივე ცნობით, გორის 13 საბავშვო ბაგა-ბაღში, უსაფრთხოების მიზნით, წყლის გამაცხელებლები და გამათბობლები უფრო თანამედროვე ტიპის ტექნიკით ჩანაცვლდება.
„სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, „საქგორგაზის“ წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ ერთხელ გადაამოწმა საბავშო ბაგა-ბაღების გაზმომარაგების სისტემა და ტექნიკა. საბავშვო ბაღებში ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოები ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესს, აქედან გამომდინარე, სწავლა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნულია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები