კომპანია Vitol-ის ექსპორტზე თურქმენული ნავთობი აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი გემებით გააქვს

0

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობტრეიდერი – კომპანია Vitol-ი, მოგების მისაღებად, მზად არის, დაიქირავოს გემები, რომლებზეც აშშ-ის სანქციებია დაწესებული. ეს  იმის გამო, რომ ისინი ნავთობპროდუქტებს სირიასა და ყირიმში ჰყიდის.

როგორც Report-სთვის გახდა ცნობილი, Vitol-მა ნავთობის ექსპორტზე კონტრაქტი კომპანია ENOC-თან ( Emirates National Oil Company)გააფორმა – იმ ნავთობმომპოვებელი ადგილიდან, რომელსაც კასპიის ზღვის თურქმენულ შელფზე​ ENOC-ის შვილობილი კომპანია – Dragon Oil-ი ამუშავებს.

თავდაპირველად, ნავთობის გატანა იმ გემებზე იგეგმებოდა, რომლებიც რუსულ კომპანია “ვფ ტანკერს” და თურქმენულ საზღვაო სახომალდოს ეკუთვნის. თუმცა, დროთა განმავლობაში, კომპანია Vitol-მა გადაწყვიტა, გაეიაფებინა საზღვაო ტრანსპორტირება და ტანკერები Mekhanik Voronkov-ი ( IMO 886719, 1971 წლის გამოშვების ) და Grigoriy Bugrov-ი ( IMO 8848628, 1974 წლის გამოშვების) დაიქირავა. გემი Mekhanik Voronkov-ი თურქმენეთის პორტ ალაჯაში, ნავთობის ჩასატვირთად, უკვე მიემართება​.

იმის გარდა, რომ ამ გემებს უკვე შეუსრულდა 45 წელზე მეტი და კასპიის ზღვის ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს, მათი მფლობელი და ოპერატორი არის კომპანია Trans-flot JSC, Samara, რომელიც, OFAC-ის ( Office of Foreign Assets Control) სირიასა და ყირიმში ნავთობ პროდუქტების შეტანის ორგანიზებისთვის, სანქციაში მოხვედრილთა სიაშია. ამას გარდა, კომპანია Vitol-ი მოლაპარაკებებს ორი დამატებითი ხომალდის დაქირავების შესახებაც აწარმოებს, რომლებიც, ასევე, აშშ-ის სანქციების ქვეშ არის მოხვედრილი. ესენია – Stallingrad-ი ( IMO 9690212) და Marshall Tukhachevsky-ი( IMO 9035541) . გასაკვირია, რომ კომპანია Vitol-ი, რომელიც მრავალმილიარდიან ოპერაციებს აწარმოებს აშშ-ში და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სერიოზული ბიზნესი აქვს, მზად არის, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრის რისკზე მოკლევადიანი მოგების გამო წავიდეს.

კომენტარები

კომენტარი