საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სასაზღვრო სექტორზე, „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე, ინდოეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე და იემენის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები