პოლიციამ სარფში, ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ფ. სარფში დააკავეს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე  ე.წ, „სირეცი“ ამოიღეს.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტზე,  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები