თბილისში ორი მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.ა. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი