ირმა ინაშვილი: დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ძველბიჭობა უფრო უნდა, ვიდრე დეკანოზობა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში უცხოეთში მოღვაწე დეკანოზ ილია ჭიღლაძეზე წერს. როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, სასულიერო პირი, რომელიც ადამიანების სიყვარულით, სიმშვიდითა და მოთმინებით უნდა გამოირჩეოდეს, წარმოუდგენლად უზრდელია.
​ინაშვილის თქმით, მისი და თარხან მოურავის მიმართ დეკანოზ ჭიღლაძის წერილი “ნაცმოძრაობის” აქტივისტის პასკვილს უფრო ჰგავს, ვიდრე – დეკანოზის ნააზრევს.
“ვინმე დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც უცხოეთში „მოღვაწეობს“, სოციალურ ქსელში დეკანოზისთვის ერთობ შეუფერებელი კომენტარებით გამოირჩევა. წავიკითხე მის მიერ გავრცელებული „სიბრძნე“, რომელიც მე და დავით თარხან-მოურავს გვეხება. წარმოუდგენელია, რომ დეკანოზი ასეთი უზრდელი იყოს. დეკანოზი, რომელსაც მრევლის, ადამიანის სიყვარული, სიმშვიდე და მოთმინება უნდა გამოარჩევდეს. წარმოუდგენელია ასეთი უზრდელი და, უბრალოდ რომ ვთქვა, ერთუჯრედიანი იყოს დეკანოზი. ამხანაგი ჭიღლაძის წერილი (ჩვენდამი) უფრო ”ნაცმოძრაობის” აქტივისტის (თანაც, იდიოტი აქტივისტის) პასკვილს ჰგავს, ვიდრე ჭეშმარიტი დეკანოზის ნააზრევს. პრინციპში, ასეთი ერთუჯრედიანი იდიოტი სერიოზულ პასუხსაც კი არ იმსახურებს. აქვე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამხანაგ ჭიღლაძეს უფრო ძველბიჭობა უნდა, ვიდრე –დეკანოზობა, რაც დეკანოზისთვის, უბრალოდ, კომიკური როლია.
ისევ ვამბობ: სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელია ჩემთვის, სულ მტყუანიც რომ იყოს, როგორ შეუძლია დეკანოზს, ადამიანებს მიაყენოს უკიდეგანო შეურაცხყოფა.
ახლა, არა იდიოტ ჭიღლაძისთვის, არამედ დაინტერსებული საზოგადოებისთვის ვაქვეყნებ ფოტოს, სადაც უკრაინის პრეზიდენტი – ბატონი პოროშენკო ბერძნულ – კათოლიკურ ეკლესიაში ეზიარება. ეს ერთი. ასევე, არა ერთუჯრედიანი ჭიღლაძისთვის, არამედ დაინტერესებული საზოგადოებისათვის ვაქვეყნებ ფოტოებს, საიდანაც კარგად ჩანს, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელის აღსაყდრებას მართლაც 150-ზე ნაკლები ადამიანი ესწრებოდა და ეკლესიის მიმდებარე მოედანი ცარიელი იყო.
ამხანაგ ჭიღლაძეს კი ვურჩევ: ან დეკანოზობა აირჩიოს ან – პოლიტიკური პარტიის აქტივისტობა ან – ძველი ბიჭობა. ბოლო ორ შემთხვევაში, ის მაინც გვეცოდინება, რომ დეკანოზი არაა”, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები