საქნავთობის დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქნავთობის დასახლებაში ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მალევე შეძლეს, რის შედეგადაც,  ცეცხლი გვერდით მდებარე სასაწყობე მეურნეობაზე არ გავრცელდა.

დამწვარია 300 კვმ ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები