საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის-მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის 1 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა.
ბორდის წევრმა, ზაზა შათირიშვილმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 24 დეკემბერს მომართა.
მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, 2019 წლის 23 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები