მშენებელი კომპანია მზადაა, ქავთარაძის ქუჩის „ხრუშჩოვკები“ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლით ჩაანაცვლოს

ახალი მშენებლობა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ შეიძლება ქალაქის განაშენიანების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის, ე.წ. ხრუშჩოვკების ტიპის საცხოვრებელი შენობების ჩანაცვლების პროცესის დასაწყისი გახდეს.
საუბარია ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ავარიულ შენობებზე.
„ხრუშჩოვკების“ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ თბილისის მერიის სამსახურების წარმომადგენლები და თავად ქალაქის მერიც. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ხშირად ხვდება „ხრუშჩოვკების“ ახალი კორპუსებით ჩანაცვლების მოგვარების გზები.
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი „ხრუშჩოვკა“ გვაქვს ქალაქში, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მისი ჩანაცვლება აუცილებელია“, – აცხადებს კახა კალაძე.
მშენებელი კომპანია მზად არის, დაიწყოს „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება და ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორიის განაშენიანება თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებითა და შენობებით.
პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 70 ოჯახი (ერთი ე.წ. ხრუშჩოვკის დაცლა) გადავა ახალ კორპუსებში. გამოთავისუფლებული შენობა დაინგრევა და მის ადგილას ახალი კორპუსი აშენდება, სადაც, სურვილის შემთხვევაში, მომდევნო „ხრუშჩოვკის“ მაცხოვრებლები გადმოვლენ და ა.შ. ჯაჭვური რეაქციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები