თბილისში, საქნავთობის დასახლებაში საწყობის ტიპის შენობაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, საქნავთობის დასახლებაში ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
​წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ ფართობი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები