იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძეზე: ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძისთვის ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა მექანიკური შეცდომაა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100 არ აღემატება.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეობის კანდიდატს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით აფასებს.კომპეტენტურობის კრიტერიუმის ერთ-ერთი მახასიათებელი ზეპირი კომუნიკაციის უნარია, სადაც კანდიდატის შეფასებისას მაქსიმალური ქულა არის 15. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე ლევან მურუსიძე 98 ქულით შეაფასა. ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100 არ აღემატება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა. მოგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა შეავსო აღნიშნული შეფასების ფურცელი კონფიდენციალურია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შევსებული შეფასების ფურცლები და ერთიანი შემაჯამებელი ოქმი ყველა დაინტერესებულმა პირმა მოთხოვნის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიიღო”,- აღნიშნულია განცხადებაში.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურისიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა 15-ქულიან შეფასებაში 20 ქულა დაუწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები