სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მითითება მომზადდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით „სახელმძღვანელო მითითებები – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ” მომზადდა, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილების – “ტექნიკური რეგლამენტი მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ” საფუძველზეა შემუშავებული.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესოპერატორების ინფორმირების მიზნით, სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის 1 მარტიდან მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი ტექნიკური რეგლამენტით რეგულირდება. საყურადღებოა, რომ ეს მოთხოვნები როგორც ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას, ასევე შეფუთვის ფორმას, შესაფუთ მასალას, სურსათის წარდგენას – როგორ და სად არის სურსათი განლაგებული და სურსათის რეკლამას ეხება. ეტიკეტისაგან განსხვავებით, სურსათის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო ცნებაა და იგი მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს როგორც ეტიკეტის, ისე ინტერნეტის, მორბენალი სტრიქონის, საინფორმაციო ბანერის, ბუკლეტის, ლიფლეტის, ვერბალური კომუნიკაციის ან სხვა საშუალებით.
რეგლამენტის მიზანია, მომხმარებელს სურსათის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, რაც მათ სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს.
სახელმძღვანელო მითითებები წარმოადგენს პრაქტიკული რჩევების და რეკომენდაციების ერთობლიობას, რაც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ბიზნესოპერატორებს და გაუადვილებთ მათ აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
სახელმძღვანელო მითითებები (გაიდლაინი) იხილეთ: სამინისტროს ვებგვერდზე: http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/9398 და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე: http://nfa.gov.ge/ge/informacia/informacia-biznes-operatorebistvis?fbclid=IwAR00sN57OwD4khi-uSyVSho38DyqrmoH1doxs_Fts5J65awe2b24pmb441

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები