ლეონიდ ჩერნოვეცკი: ვამაყობთ, რომ გულიანი ადამიანების რაოდენობა საქართველოში იზრდება

„მეგობრებო, ჩვენ უკვე ნახევარ მილიონზე მეტნი ვართ! ეს უნიკალური სურათია პატარა ქვეყნისათვის! მე და კეთილი ხალხით დაკომპლექტებული ჩემი გუნდით ვამაყობთ, რომ ყოველწუთიერად, გულიანი ადამიანების რაოდენობა საქართველოში იზრდება“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი.
იგი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
„მეგობრებო, ჩვენ უკვე ნახევარ მილიონზე მეტნი ვართ! ეს უნიკალური სურათია პატარა ქვეყნისათვის! მე და კეთილი ხალხით დაკომპლექტებული ჩემი გუნდი ვამაყობთ, რომ ყოველწუთიერად, გულიანი ადამიანების რაოდენობა საქართველოში იზრდება!
დღეს, ჩემი მთავარი, ცხოვრებისეული ამოცანაა, რომ საქართველოში არ დარჩეს ადამიანი, რომელსაც ჩვენ არ ვასწავლით სხვისი ტკივილის გაზიარებას!
„ამოუცნობია გზები უფლისანი, მეგობრებო“!
გააკეთეთ სიკეთე დღეს და ხვალ ასჯერ უფრო დიდი სიკეთე დაგიბრუნდებათ! არავინ იცის, ვის როგორი ცხოვრება ელის წინ…“,- ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები