“ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საგზაო პანდუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს 24:00 საათიდან 9 თებერვლის 08:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
სამინისტროს ცნობით, ავტომანქანები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ: დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს სოფელი დიღმის მიმართულებით, საიდანაც ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელიდან კვლავ შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს მარშალ​ გელოვანის გამზირზე, “ვეფხი და მოყმის” ძეგლის მიმართულებით; ჟვანიას მოედნიდან “ვეფხი და მოყმის” ძეგლთან ჩამოსული ტრანსპორტის ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე და მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად თამარ მეფის ხიდით ისარგებლებს, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ნაკადი კი გზას ბაქრაძის ქუჩით გააგრძელებს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 9 თებერვალს, 08:00 საათის შემდეგ მოიხსნება და ავტოტრანსპორტი მოძრაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები