ბათუმში მამაკაცი, სავარაუდოდ, “ღორის გრიპით” გარდაიცვალა

​ბათუმში, 72 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა. როგორც კლინიკა “მედინას” ექიმები აცხადებენ, პაციენტი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. მამაკაცს გრიპის ვირუსი და პნევმონია აღენიშნებოდა.
​თუმცა ის ფაქტი, რომ მისი გარდაცვალება H1N1-მა გამოიწვია, ჯერჯერობით, ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ეს ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები