“ტაშტში” ვბანაობთ, ხოლო წყალს შორიდან ვეზიდებით – მჭედლიშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ლალი მჭედლიშვილი და მისი შვილი ბარაკის ტიპის შენობაში 18 წლის წინ დასახლდნენ. როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, მისი ვაჟი იოსები აქ გაიზარდა, დაქორწინდა და ახლა ცოლთან, სამ შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. საცხოვრებელში გაუსაძლისი პირობებია.
“ვერ აღვწერ, როგორ ვწვალობთ! არც ტუალეტი გვაქვს და არც აბაზანა. “ტაშტში” ვბანაობთ, ხოლო წყალს შორიდან ვეზიდებით. ვთბებით შეშის ღუმელით, თუმცა სახლში იმდენი ღრიჭოა, რომ სითბო არ ჩერდება. ვერც გადავდივართ სხვაგან, არ გვაქვს ქირის ფული“, – ამბობს ლალი მჭედლიშვილი.
სახლი ქარიან ამინდში ზანზარებს, სახურავი ბინადრებს წვიმისგან არ იცავს, ყველაფერი ნელ-ნელა ინგრევა. მჭედლიშვილების ოჯახს სახლის შეკეთების საშუალება არ აქვთ.
„სად არ ვიყავით, არავის არ აინტერესებს ჩვენი გაჭირვება. მე მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს! გაიხედეთ, მეზობელიც კი არ გვყავს. ერთხელ ერთმა კეთილმა კაცმა ორი ბოძი გვაჩუქა. ამით სახურავი გავამყარეთ, მაგრამ ეს ხომ დროებითია, სახლს კაპიტალური გამაგრება სჭირდება. ერთი ოთახი მაინც რომ გაკეთდეს, სადაც ჩვენ ბავშვებთან ერთად მოვთავსდებით. ოჯახში სამი ბავშვია – 9 წლის გელა, 7 წლის გიორგი, 5 წლის ნინო. მე მათი უსაფრთხოებაც მაღელვებს. ცოტა ხნის წინ გარეთ ძლიერი ქარი იყო, გელას ფიცარი დაეცა თავში. ძლივს გადარჩა ბავშვი. ღმერთმა გადაარჩინა! უფლის წყალობით სერიოზული ტრავმა არ მიიღო“, – გვითხრა ლალიმ.
“მეგობრებო, ჩვენ ყველას შეგვიძლია მჭედლიშვილების ოჯახის დახმარება! მათ ხომ არც ისე ბევრი რამ უნდათ – მხოლოდ მყარი, საიმედო სახლი! ნებისმიერი სახის მხარდაჭერას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!
ფინანსური დახმარება მჭედლიშვილების ოჯახს თქვენ შეგიძლიათ გადაურიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მჭედლიშვილების ოჯახი) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/415-mchedlishvili/ “,-ნათქვამია “ჩერნოვეცკის ფონდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები