თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლისა და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბამბის რიგის, რკინის რიგის, სანაპიროს, ერეკლე მეორეს, ეფრემ მცირის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, შარდენის და სიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ტიციან ტაბიძის, აბაშვილის, არაყიშვილის, რაზმაძის, მარუხის გმირთა, კლდიაშვილის, რადიანის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქეთევან დედოფლის გამზირის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, დოესის, აწყურის და შორაპნის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტვიშის, უშაკოვის, მშველიძის, მთისძირის და მესხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ვეკუას, ვასაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, წინამძღვრიშვილის, პატარა ტბის, ხერგიანის და მიქატაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის, ლვოვის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, გამყრელიძის და ლევანდოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანერგეს, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სააკაძის, სვანეთის, ცოტნე დადიანის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, ლეჩხუმის, ცინცაძის, მრევლიშვილის, იმერეთის, რიონჰესის, ბენდელიანის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები