ვეტერანებს რკინიგზით მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

„საქართველოს რკინიგზის” მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას,  ვეტერანებსა  და მათი ოჯახის წევრებს უკვე 50%-იანი შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ.

როგორც ,,კვირას“ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა  N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე 50%-იანი შეღავათი დაწესდა.

შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მარჩენალდაკარგულებს; აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებსა და ავღანეთის  ომის  მონაწილეებს.

ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას  სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები