საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსფრაქტრუქტურული და ჰიგიენური პრობლემების აღმოფხვრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმის დაანგარიშება, თუ რა რესურსი იქნება საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი გავზარდეთ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. დამატებით კიდევ რამდენიმე მილიარდი გვჭირდება, რომ რეაბილიტაციის პროცესი დასრულდეს. ამ ეტაპზე გვაქვს საჭიროებათა ერთიანი ბაზა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, –

აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მინისტრმა სკოლებში ჰიგიენურ პრობლემებთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაჭრაც იგეგმება, ვინაიდან იგი ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აგრეთვე, მუშავდება ერთიანი პროექტი, რომელიც სანიტარული და ჰიგიენური ნორმების მოგვარებისკენ იქნება მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები