მიხეილ ბატიაშვილი: გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევას დაეფუძნა

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც განათლების რეფორმის შემუშავების პროცესში სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

მინისტრის თქმით, გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება სამინისტრომ მხოლოდ და მხოლოდ კონსულტაციის  შედეგად მიიღო, რომელშიც ჩართულები, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ესპერტები და განათლების სფეროს წარმოამდგენლები იყვნენ.

„კითხვაზე, თუ რა კვლევებს ეფუძნებოდა ჩამოყალიბებული კონცეფცია, აქ მოვიყვანთ მხოლოდ იმ ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც კონსულტაციებში იყო ჩართული. მასში ჩართულები  იყვნენ: „ტრენინგებისა და კონსულტაციების“ ცენტრი, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „სამოქალაქო ურთიერთობებისა და ინიციატივების ცენტრი“, „განათლება ყველასათვის“, სკოლის ადმინისტრაციები, სკოლის მასწავლებლების ასოციაციები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, UNICEF, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ამერიკის მთავრობის, შვეიცარიისა და სხვადასხვა ფონდი და ა.შ.

კონსულტაციები ქართულ უნივერსიტეტებთან, მასწავლებლებთან გაიმართა, საბოლო ჯამში, ასეულ ადამიანთან შეხვედრა შედგა. მიმაჩნია, რომ  ჩვენი ხედვა მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული, პოლიტიკისგან შორს მდგომი, განათლების ხარისხის ამაღლებისკენ მიმართული. იგეგმება კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელშიც მონაწილეობას ყველა მოადგილე და სსიპ-ის ხელმძღვანელი მიიღებენ. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ორგანიზაციასთან და მათთან კონსულტაცია. საბოლოო დოკუმენტი,  რომლის სამუშაო ვერსია  უკვე არსებობს, მალე გახდება სტრატეგიული დოკუმენტი“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, კვლევების შედეგები ორშაბათს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოვეყნდება და მასში ასახულია, თუ რას ეყრდნობოდა სამინისტრო ე.წ. CAT-ის გამოცდების გაუქმებისას, წლების განმავლობაში როგორ უარესდებოდა შედეგები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები