მიხეილ ბატიაშვილი: მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებში განათლების კომპონენტის მნიშვნელობაზე იასუბრა. მისი თქმით, კულტურული ფასეულებების მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

„სამინისტროების გაერთიანებას ბევრი დადებითი მხარე აქვს.  მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში. ეს არის შესაძლებლობა ბავშვებისთვის, განათლება სასკოლო პროგრამის გარეთ მიიღონ,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, არაერთი პროექტი სკოლის გარეთ აქტივობებისთვის უკვე დაიწყო. ბავშვები ეროვნულ და სხვადასხვა მუზეუმში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები