“თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, ერთი წელი მას არ აქვს საშუალება აღმოფხვრის შემთხვევაში, დაადასტუროს – ეს არ არის სწორი და ამაზე ვიმუშავებთ”

„თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, მას ერთი წელი არ აქვს უფლება განაცხადი თავიდან შემოიტანოს – ეს არ არის სწორი და ამაზე ვიმუშავებთ. უნივერსიტეტმა შეიძლება ერთ თვეში გამოასწოროს პრობლემები, თუმცა ერთი წლით დაცდა უწევს. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი დროულად შეძლებს ხარვეზების გასწორებას, ჩვენ ამას მივესალმებით“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“შავი ზღვის უნივერსიტეტის” შესახებ საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება, შეეჩერებინა უნივერსიტეტისათვის პირველკურსელთა მიღება, ეფუძნებოდა უნივერსიტეტის დავალიანებას, რის გამოც შესაძლებელი იყო გარკვეული რისკები გაჩენილიყო. ამას თავად უნივერსიტეტიც აღიარებდა. როგორც კი შავი ზღვის უნივერსიტეტმა დაფარა მთლიანი დავალიანება და წარუდგინა საბჭოს შესაბამისი დოკუმენტაცია, დამოუკიდებელმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
მობილობის თემაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის თანახმად, სტუდენტს პირველი ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება მობილობაში მონაწილეობის მიღება. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაჭრა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები