მიხეილ ბატიაშვილი: ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ მომავალ წელს უმაღლესი განათლების ახალი მოდელი გვქონდეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალ მოდელზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არსებული არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.
„არსებული დაფინანსების მოდელი არაფრისმომცემია და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე, თუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიჰყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ გვქონდეს მომავალ წელს ახალი მოდელი, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი წინანდელთან შედარებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმითვე, ამ თემასთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ინტენსიური შეხვედრები და კონსულტაციები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები