მიხეილ ბატიაშვილი: დღეს განათლების სისტემას ბევრი დაავადება აქვს

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, დღესდღეობით განათლების სისტემას ბევრი დაავადება აქვს. ამიტომ, მისივე განმარტებით, უნდა შემუშავდეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკისგან და ორიენტირებული იქნება გრძელვადიან განვითარებაზე.
​მისივე თქმით, განათლების სისტემა ერთი მთლიანი ხერხემალი უნდა გახდეს.
„ჩემი მთავარი პრიორიტეტი არის მივაღწიო იმ სტრატეგიას, რომელიც იქნება მაქსიმალურად ერთობლივი შეთანხმების კომპონენტი: სკოლას, უმაღლესს, პროფესიულს, აკადემიურ წრეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შორის. გვესმის, რომ რთული ამოცანაა.
დღეს განათლების სისტემას მრავალი დაავადება აქვს, რომელსაც სჭირდება ბევრი კომპონენტის მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით სწორი გეზის აღება, ამიტომ ჩემი ამოცანა იქნება, მივაღწიოთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკისგან და ორიენტირებული იქნება გრძელვადიან განვითარებაზე. ეს უნდა გახდეს ერთი მთლიანი ხერხემალი, რომელზეც ყველა მხარე იქნება შეთანხმებული“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები