არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თამარ ჟვანია სტუდენტებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოში პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე, რომელიც ერთი საუკუნის წინ ჩატარდა.
ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების როლსა და ჩართულობაზეც ისაუბრა.
„ეს სიმბოლური დამთხვევაა, ჩვენ თებერვალში ქართული არჩევნების ერთსაუკუნოვან ისტორიას ავღნიშნავთ. რაც, ჩვენთვის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს დღევანდელ ღონისძიებას. შემთხვევითი არ არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საერთაშორისო დღეს სწორედ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნავს. ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში ჩვენი ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ წამყვან მიზანს წარმოადგენს,” – აღნიშნა თამარ ჟვანიამ სტუდენტებთან საუბრისას.
ამასთან, სტუდენტებმა ცესკოს შენობაში განთავსებული გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც არჩევნების ისტორიას ასახავს და საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სტუდენტებმა ასევე ცესკოს ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, სადაც საარჩევნო დოკუმენტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ ჯილდოებია განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები