თურქეთში 5 წლის გოგონა, რომელიც 19 საათი ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა, გადაარჩინეს (ვიდეო)

სტამბულში, სადაც გუშინ საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, 3 ადამიანი დაიღუპა, მაშველებმა მხოლოდ 13-ის გადარჩენა შეძლეს, დღეს კი 5 წლის გოგონას გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევების ქვეშ 19 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელბს.
მათივე ცნობით, ნანგრევების ქვეშ ხალხი ამ დრომდე რჩება. ამოყვანილი 13 ადამიანიდან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნანგრევებიდან ხალხის ხმა ისმის, რომლებიც შველას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები