“ვითიბი ბანკსა” და პორშეს მომხმარებლებისთვის ერთობლივი შეთავაზება აქვთ

“ვითიბი ბანკი”, პორშეს მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტოსესხით შეძენის მსურველებს სპეციალურ ფასს სთავაზობს და საჩუქრად სტამბოლში პორშეს დაუვიწყარ ავტოშოუზე “Porsche on Track” საგზურს გადასცემს”,-ამის შესახებ “კვირა” ვითიბი ბანკიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საგზური მოიცავს: ორმხრივ ავიაბილეთს – თბილისი – სტამბოლი – თბილისი; განთავსებას 2 ღამით 5 * სასტუმროში – Radisson Blu Tuzla; საუზმესა და ვახშამს; პორშეს შოუზე დასასწრებ ბილეთს და ტრანსფერს აეროპორტიდან (ჩამოსვლისას და გამგზავრებისას).
აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად საჭიროა თანამონაწილეობა 20%-ის ოდენობით, სესხის მაქსიმალური ვადა 60 თვეა.
ცნობისათვის, “ვითიბი ბანკისა” და პორშეს ერთობლივი შეთავაზება თებერვლის ბოლომდე მოქმედებს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები