რუსეთი საქართველოსგან ჰაკერი სუმბაევის ექსტრადირებას ითხოვს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავრობას ოფიციალური მიმართვა გამოუგზავნა თბილისში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების შესახებ. რუსეთში მას თაღლითობას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, 2013-2014 წლებში ჰაკერები ტუროპერატორების მონაცემებს იპარავდნენ და მათი სახელებით ფიქტიურ სარკინიგზო ბილეთებს აფორმებდნენ. ამ საქმეს მოსკოვში 10 ოქტომბერს მოკლული პოლკოვნიკი ევგენია შიშკინა იძიებდა.
ქართველმა სამართალდამცველებმა სუმბაევი 2018 წლის 5 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასა და პასპორტის გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. ის მერვე იზოლატორში, ე.წ. გლდანის ციხეში მოათავსეს.
ორმა წყარომ, რომლებიც “ბილეთების საქმეს” კარგად იცნობენ, BBC-ს უამბო, რომ 26 ნოემბერს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში სუმბაევის ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა გამოაგზავნა. ოფიციალური მოთხოვნის შესახებ BBC-ს წყაროსთვის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.
ერთ-ერთი წყაროს პროგნოზით სუმბაევს რუსეთში აპრილამდე ჩაიყვანენ.
“რუსეთის გენერალური პროკურატურა გარანტიას იძლევა, რომ კონვენციის 66-ე მუხლის თანახმად, სუმბაევი მხოლოდ იმ დანაშაულებისთვის გასამართლდება, რომლის მიხედვითაც მისი ექსტრადირების მოთხოვნა მოხდა”, – ციტირებს დოკუმენტს BBC-ის წყარო.
გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, იგეგმება, რომ სუმბაევი ასევე გამომძიებელი შიშიკინას საქმესთან დაკავშირებით დაიკითხოს. როგორც BBC-ის სუმბაევის ყოფილმა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უამბო, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ნაწილობრივ აღიარა კიბერდანაშაული, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს გამომძიებლის მკვლელობის საქმესთან კავშირს.
“ბილეთების საქმესთან” დაკავშირებით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ სულ 29 ადამიანი იმყოფება, გამოძიება 31 კომპანიის მიმართ დაახლოებით, თაღლითობის 60 ეპიზოდს აერთიანებს. ასტრახანის მკვიდრი, იაროსლავ სუმბაევი, ამ ოპერაციის “ტვინად” ითვლება. ის სხვისი საბანკო ბარათებიდან და ბანკომატებიდან ფულის მოპარვის გამო, ინტერპოლით ძებნილთა სიაშიც იმყოფება.
მოკვლის მუქარა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი გამომძიებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე, ევგენია შიშკინა 10 ოქტომბრის დილას საკუთარ სახლთან მოკლეს. უცნობმა მამაკაცმა მას ორჯერ ესროლა, როდესაც ქალბატონი პარკირების ადგილას მიდიოდა. შიშკინა კისერში მიყენებული ჭრილობის გამო დაიღუპა.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო თვეების მანძილზე შიშკინა მუქარებს იღებდა და აღნიშნულის შესახებ საკუთარ ხელმძღვანელობასაც აცნობა, მაგრამ შემოთავაზებული სახელმწიფო დაცვაზე უარი განაცხადა.
ალექსანდრე კარაბანოვი, ვისი საადვოკატო ბიუროც შიშიკინას ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, თვლის, რომ მუქარები შესაძლოა იაროსლავ სუმბაევისგან მოდიოდა. ზუსტად ამის შესახებ საუბრობენ ახლა BBC-ის წყაროებიც. გარდა ამისა, შიშიკინას ვაჟმა BBC-ის უამბო, რომ შეტყობინება – “შეწყვიტე გამოძება” – შესაძლოა, “ბილეთების საქმის სხვა ფიგურანტებისგან, მაგალითად მაქსი მატიუშევისგანაც მოდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები