“ვამპირის თერაპია” მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სისხლის გადასხმის მეშვეობით შესაძლებელია დაბერების პროცესის უკუქცევა

მეცნიერთა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა, რომლებიც ორგანიზმის რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების სფეროში მუშაობდნენ, საკუთარი სამეცნიერო პროექტების შედეგები გამოაქვეყნა.  ცდების შედეგებმა უკლებლივ ყველა გააოცა: მოხდა დაბერების პროცესის უკუქცევა, ხოლო ხნოვანი საცდელი თაგვების ორგანიზმებში დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესი დაიწყო.
მართლაც, ხნოვანი თაგვების ორგანიზმში ახალგაზრდა სისხლის გადასხმის შედეგად მოხდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესება. საცდელ თაგვებს შეუჩერდათ ტვინის დაბერების პროცესი.
“შესაძლოა, ამ აღმოჩენებმა მედიცინაში საკვანძო მნიშვნელობა შეიძინოს!”, – თავისი აღფრთოვანება ჟურნალ New York Times -ს გაუზიარა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა რუდოლფ თანზიმ.

წყარო: http://tornikeeristavi.blogspot.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები