ექსპერტი: გამოცდები რატომაა ასეთი კრიტიკის საგანი, როცა  განათლების სექტორში სერიოზული საკრიტიკო საკითხები გვაქვს

კარგი გადაწყვეტილებებია მიღებული, ამ გადაწყვეტილების დაკავშირება კორუფციის რისკებთან ნაკლებად სავარაუდო მგონია, – ამის შესახებ ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც მოსიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერნციაზე განაცხადა,  ე.წ. CAT-ის გამოცდების შედეგებს უნივერსიტეტები ისედაც  არ ითვალისწინებდნენ. მისი თქმით, ეს გამოცდები მოსწვალისთვის გარკვეულ ბარიერს წარმოადგენდა. როგორც მოსიაშვილმა განმარტა, თუ მოსწავლე CAT-ის გამოცდებს ვერ ჩააბარებდა, ის  პროფესიულ განათლებასაც ვეღარ მიიღებდა.

მისივე  თქმით, სკოლაში გამოცდები არ გაუქმებულა, რადგან  სკოლას თავად შეუძლია  გამოცდები ყოველი კლასის ბოლოს, თუ სასწავლო წლის განმავლობაში დანიშნოს.

„კარგი გადაწყვეტილებებია  მიღებული ამ გადაწყვეტილების დაკავშირება კორუფციის რისკებთან ნაკლებად სავარაუდო მგონია, ზოგადად, კორუფციის რისკი არსებობს ყველა სექტორში, სფეროსა და ქვეყანაში. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, განათლების სექტორი. მინდა , გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება , რომ საზოგადოებას ჰგონია,  გამოცდები გაუქმდა, რაც სინამდვილეში არ არის მართალი. გამოცდები ისევ არსებობს. გაუქმდა ე.წ. CAT-ის გამოცდები , ანუ საატესტატო გამოცდები, რომლის შედეგები არ აინტერესებდა უნივერსიტეტს , გათვალსიწინებული არ იყო შედეგები. ბავშვისთვის ეს იყო განაჩენი, რადგან თუ CAT-ის გამოცდებს ვერ ჩააბარებდა, ის  პროფესიულ განათლებასაც ვეღარ მიიღებდა. პრაქტიკულად, 18 წლის ასაკში კარგავდა შანსს, რომ მიეღო განათლება. გამოცდები არ გაუქმებულა სკოლაში, რადგან სკოლას თავად შეუძლია დანიშნოს გამოცდები ყოველი კლასის ბოლოს, თუ სასწავლო წლის განმავლობაში.  იყო CAT-ის გამოცდები,   ცენტრალიზებულად ადმინისტრირებული, გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრი ატარებდა.  ამ გამოცდებზე ჩვენს მიერ გადახდილი ბევრი ფული იხარჯებოდა და ამ გამოცდის შედეგები არ იყო გათვალისწინებული. ეს იყო ზედმეტი ბარიერი. თუ მოსწავლეს უნდა  უმაღლესი განათლების მიღება, პროფესიული განათლების მიღება, ეს ბავშვი ამ გამოცდის შემდეგ კიდევ აბარებდა სხვა გამოცდებს და სხვა გამოცდების საფუძველზე ხდებოდა სტუდენტი პროფესიულ სასწავლებელსა თუ უმაღლეს სასწავლებელში.

არსებობს მმართველი პოლიტიკური ძალა და არსებობს ოპოზიცია.  ასეთი საკითხები ხდება ხოლმე პოლიტიკური ბრძოლის შესანიშნავი საბაბი, თითქოს მეჩვენება, რომ უნდათ, მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება, მაშინ როცა  ზოგადად, არის საკითხები , რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ყურადღებას და კრიტიკასაც. ეს საკითხებია განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია, დერეგულირება და პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლება. ძალიან კურიოზული ვითარება გვაქვს –  პროფესიონალი მასწავლებლებისთვის სკოლის კარი დახურულია. ვსაუბრობთ,  რომ გვინდა პროფესიონალი მასწავლებლები, მაგრამ ამ ადამიანებს კარს არ ვუღებთ.   გამოცდები რატომაა ასეთი კრიტიკის საგანი, როცა სერიოზული საკრიტიკო საკითხები გვაქვს განათლების სექტორში ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, – განაცხადა თამარ  მოსიაშვილმა.

ექსპერტმა ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.  როგორც ცნობილია, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

„უნარების გამოცდა აღარ არის სავალდებულო გამოცდათა ნუსხაში,  მაგრამ უნივერსიტეტს შეუძლია, დაამატოს სხვადასხვა საგანი სხვადასხვა სპეციალობაზე. ანუ ბოლომდე გაუქმება არ გამოდის . როცა საქართველოში ტარდება და მოსწავლეები აბარებენ უნარების გამოცდას ეს ამბავი  იწვევს ახალი სარეპეტიტორი სკოლის დაფუძნებას, უნარებში მომზადებას, თავისთავად ცხადია, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მე პრობლემურ საკითხად იმას კი არ დავსვამდი უნარების გამოცდა რატომ ამოიღეს, თუ არ ამოიღეს,  არამედ ხომ არ ჯობდა, უნივერსიტეტებს უფრო მეტი უფლება ჰქონოდათ და თავად ეთქვათ –  მე მჭირდება უნარების გამოცდა, მათემატიკა და ინგლისური და არა სახელმწიფოს ეთქვა, რომ საჭიროა სამი სავალდებულო გამოცდა ამ მიმართულებებზე და სამი სავალდებულო გამოცდა სხვა, ტექნიკურ მიმართულებებზე.   ძალიან უცნაურია, არ ვიცი რამდენად მართალია, მედიაში შემხვდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტებს არ გამოუთქვამთ სურვილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის გამოცდებს უნდა აბარებდნენ ჩვენი სტუდენტები. მათ ხომ არავინ არ უშლის ამას. შეიძლება უნივერსიტეტებმა თქვან, რომ მე ამ ფაკულტეტზე ქართული კი არ მინდა, მინდა, უნარების გამოცდა. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რომ უნარების გამოცდის სავალდებულობასთან დავაკშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე იყო საუბარი, როგორ გითხრათ, არ ვარ ცუდად განწყობილი „ევროპული საქართველოს“ მიმართ, მაგრამ პოპულიზმის კლასიკურ ნიმუშად მიმაჩნია , სიმართლე გითხრათ“- განაცხადა მოსიაშვილმა.

ექსპერტი პროფესიული  განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებსაც დადებითად აფასებს.  სამინისტროს ცნობით,  პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება.

„რამდენიმე წელია ამ საკითხზეა საუბარი, რომ ადამიანები პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდგომ ვეღარ ახერხებდნენ უმაღლესი განათლების მიღებას საკანონმდებლო ხარვეზის გამო და დღეს ეს ხარვეზი მოიხსნა და კარგია. ამ ხარვეზზე საუბარი იყო ძალიან დიდი ხანი. საქართველოში ვერ იღებენ მარტივად მისაღებ გადაწყვეტილებებს. ამ დაანონსებულ ცვლილებებს თუ გავითვალისწინებთ, მე მგონია, რომ საგამოცდო პროცედურების ცვლილება და პროფესიული სასწავლებლების ცვლილება, მისაღებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც დაანონსდა ყველაფერი   ან გასაგებია, ან მისაღებია.  მე ვერაფერი  მოვისმინე მაგალითად, განათლების სისტემის დეცენტრაცლიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტულად მაგალითად, არსებობს 837-ე ბრძანება, რომელიც არეგულირებს სკოლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის  ურთიერთობას. რომელიმე ორგანიზაციას თუ უნდა კონკრეტულ სკოლასთან რაღაც პროექტის განხორციელება, რომელიმე ორგანიზაციას თუ უნდა კონკრეტულ სკოლასთან რაღაც პროექტის განხორციელება ამის შესახებ ნებართვა უნდა სთხოვოს განათლების სამინისტროს და ან მიიღებს ამ ნებართვას, ან არა. ეს ბრძანება მიიღო ბატონმა შაშკინმა და, სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმიტომ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც სკოლებზე გაძლიერდა პოლიტიკური კონტროლი და ზოგადად, კონტროლის ტენდეციების დროს იქნა CAT-ის გამოცდები შემოღებული. არაფერი არ ხდება 837-ე ბრძანების გაუქმებასთან  დაკავშირებით, მე ვერაფერი ვერ გავიგე, ბუნდოვანია პროფესიონალი მასწავლებლებისთვის გაიღება,  თუ არა სკოლის კარი. მასწავლებლების პოლიტიკაში ცვლილებები  დღეს არ ხდება. იყო ასეთი მოლოდინი, რომ ადამიანი, რომელიც დაადასტურებდა საკუთარ კვალიფიკაციას, 2015 წლიდან ეძლეოდა სკოლაში მუშაობის დაწყების უფლება. დაახლოებით 2000 ადამიანი აბარებდა სასერტიფიკაციო გამოცდებს და ელოდებოდა  2015 წელს. სამწუხაროდ, 2014 წელს კანონის ეს ჩანაწერი ამოიღეს. ეს ჩანაწერი ნიშნავდა, რომ თუ ადამიანს არ ჰქონდა კვალიფიკაცია დადასტურებული, მის ადგილას ცხადდებოდა ვაკანსია და ვისაც ჰქონდა კვალიფიკაცია დადასტურებული, ის იღებდა უფლებას, რომ დაეწყო მუშაობა სკოლაში. ეს მუშაობის დაწყების პროცედურები არასოდეს არ არსებობდა, უბრალოდ კანონში იყო ჩანაწერი, რომ 2015 წელს უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი.  დღეს მაგალითად მოქალაქემ, რომ დაამთავროს უნივერსიტეტი, იყოს კარგი სპეციალისტი, მოტივირებული, რომ გაიაროს 60 კრედიტიანი პროგრამა უნივერსიტეტებში და გადაწყვიტა მუშაობის დაწყება, ვთქვათ დედაქალაქის, ან სხვა ქალაქის სკოლებში, რომ მოუნდეს მუშაობა, გაუძნელდება,  რადგან ჩვენს სკოლებში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც, ცხადია, პროფესიონალები არიან. თუ დირექტორმა გადაწყვიტა, რომ კვალიფიციური მასწავლებელი დაასაქმოს, არაკვალიფიციურის ნაცვლად, მას უბრალოდ უჩივლებენ და ის სასამართლო პროცესს წააგებს. ამის შესახებ, რომ ეს გზები არის ნათელი ჩვენთვის, ამის შესახებ არაფერი  თქმულა. მიზეზი რა არის, არაფერი, რომ არ თქმულა?! ეს არის ის, რომ მედია, საზოგადოება, მშობლები არ ინტერესდებიან იმგვარად, როგორც ეს დაინტერესება იყო გამოცდებთან დაკავშირებით. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები