„რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების, გადამზადების პროგრამების გაძლიერება უმაღლეს განათლებასთამ ერთად უმნიშვნელოვანესია”

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პროფესიული განათლების მიმართულებით, მთავარი აქცენტი გააკეთა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რაც ახალგაზრდებს ადგილზე განათლების მიღების და რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანს წარმოადგენს პროფესიული განათლება ორიენტირებული იყოს რეგიონულ საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტებში უკვე არსებობს 11 ახალი ლოკაცია, რომლის განვითარება 2018 წელს დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება.
მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონებში უნდა გაიზაროს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ. შესაბამისად, ახალო მომავალში ახალი პროფესიული სასწავლებლები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსენა.
„რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების, გადამზადების პროგრამების გაძლიერება უმაღლეს განათლებასთამ ერთად უმნიშვნელოვანესია. მით უმეტეს, კვლევები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით რეგიონებში პროფესიული განათლებისადმი ინტერესი მზარდია“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი, ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის.
ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.
სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები