გიორგი გახარია: ჩვენ გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია

„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მასობრივად გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მობილიზებულია სამინისტროს და მეგობარი უწყებების რესურსები“, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ღინისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მინისტრი განმარტავს, რომ კიბერდანაშაული საკმაოდ რთულია გამოსაძიებლად, სწორედ ამიტომ შესაძლებელია ტექნიკური დახმარებისთვის შს სამინისტრომ პარტნიორებს მიმართოს.
“მინდა გითხრათ, რომ გამოძიება გრძელდება. ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ჩვენ თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველ წყაროს მივაგნოთ. ამაზე ვმუშაობთ, თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არ ექნება სხვაობას გავრცელებას, პირველწყაროს და შენახვას შორის. როგორც კი ჩვენ აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში ჩვენ გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები