პატრიარქი: გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას მთელი საზოგადოება და ჩვენც გულისტკივილით შევხვდით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მის შვილს, მარიამ მეღვინეთუხუცესს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ქალბატონ გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას მთელი საზოგადოება და ჩვენც გულისტკივილით შევხვდით. ყველასთვის დასანანია, ასაკის მიუხედავად, ენერგიით სავსე დიდ ხელოვანთან, ერთგულ, პირდაპირ და სიკეთით გამორჩეულ ამ ადამიანთან განშორება.
ბატონი ოთარი და ქალბატონი გურანდა ამქვეყნად განუყრელი იყვნენ. ამიერიდან კი ორივენი მარადიულობის მკვიდრნი არიან.
აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობისათვის, მსახიობ გურანდა განუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში 15:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, მსახიობს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები